უმწვავესი პრობლემა დღეს არის ის 75 ათასი ახალგაზრდა, რომელიც დარჩა განათლების უფლების გარეშე, – ამის შესახებ მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელმა ანა დოლიძემ პარლამენტთან გამართული აქციის დროს განაცხადა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.
ამასთან, დოლიძე მოუწოდებს პარლამენტის განათლების კომიტეტს იმსჯელოს მათთვის სწავლის გადასახადის მინიმუმ განახევრებაზე:
“ქართული ოცნების” პარლამენტარები დღეს იღებენ ხელფასს, ხალხის ფულს, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან იმუშაონ ხალხისთვის. უმწვავესი პრობლემა დღეს არის ის 75 ათასი ახალგაზრდა, რომელიც დარცა განათლების უფლებსი გარეშე. განათლებსი კომიტეტი, რომელიც იღებს ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან ვალდებულია იფიქროს როგორ გაუნახევროს ან გაუუქმოს გადასახადი ამ 75 000 პირს” – ამბობს ანა დოლიძე.
აქციას შეუერთდნენ სტატუსშეჩერებული სტუდენტებიც. დოლიძემ პარლამენტთან განთავსებულ ჯებირზე პეტიციის გაკვრა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
ინციდენტზე მოძრაობა ხალხისთვის” დაფუძნებელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთიკ პოლიციელები “ავტორიტარულ ხელისუფლებაზე” მუშაობენ.
“სამწუხაროდ, ბატონი კახა ფოჩხუას ქცევა, პირველ რიგში, არცხვენს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სახელს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები. თუმცა, ერთეულები მუშაობენ ავტორიტარულ ხელისუფლებაზე, იცავენ არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ “ქართული ოცნების” უსაქმურებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების ბიუჯეტის წურბელების ჯგუფს” – აცხადებს ანა დოლიძე.