LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

77 წლის ქალმა საკუთარ თავზე იქორწინა

135
23534254

აშშ-ს მოხუცებულთა სახლის მკვიდრმა, მარტოხელა 77 წლის ქალმა საკუთარ თავზე იქორწინა. ამის შესახებ ინფორმაცია Today ავრცელებს.

დოროთი ფიდელი პირველად 1965 წელს დაქორწინდა, თუმცა 9 წლის შემდეგ მეუღლეს დაშორდა. ქალის თქმით, ჯვრისწერის ცერემონია ძალიან მოკლე იყო, წყვილმა საქორწინო ფიცი გაცვალა და შემდეგ მისი ყოფილი მეუღლე სამსახურში წავიდა, თავად დოროთი – სახლში. „მე შავი კაბა მეცვა, ასე რომ ეს ქორწინება თავიდანვე განწირული იყო“ – იხუმრა პატარძალმა.

ქალი ყოველთვის ოცნებობდა დიდ ქორწილზე, თუმცა ფიქრობდა რომ მის ასაკში ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ, ცოტა ხნის წინ მან როგორც იქნა ეს ნაბიჯი გადადგა და დაქორწინდა ადამიანზე რომელიც მთელი ცხოვრება მის გვერდით იყო – ანუ საკუთარ თავზე. ცერემონიის ჩატარებაში დოროთის ადმინისტრაცია და ქალიშვილი დაეხმარნენ.

ქორწილს ესწრებოდნენ ქალის მეგობრები და მეზობლები, ასევე შვილები და შვილიშვილები. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და პატარძალი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები