გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 766 818-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 3 647-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 700 568 -მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 78 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 10 662 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 54 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 806 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 276-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 57 046, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 082, PCR ტესტით – 21 964.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,08%, ბოლო 14 დღის – 9,95%, ბოლო 7 დღის – 10,41%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 6 976-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.