LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 წლის კატრინ დენევი ,,ვენეციის კინოფესტივალზე” ბრწყინავდა

137
კატრინ-დენევი

კატრინ დენევი ,,ვენეციის კინოფესტივალის” საპატიო სტუმარია. წელს მას კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო პრიზი, „ოქროს ლომი“ გადასცეს. იქამდე კი, ლეგენდარული მსახიობი ფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. დენევი ფოტოგრაფებთან შავ კლასიკურ შარვალსა და ლურჯ პერანგში პოზირებდა, პერანგს უკრაინის დროშის გამოსახულებით, პატარა ბროში ამშვენებდა. ამით ლეგენდარულმა მსახიობმა უკრაინის მიმართ, მხარდაჭერა ღიად გამოხატა.

უკვე სცენაზე, კატრინ დენევი ბრწყინავდა საყვარელი ფერის კაბაში. დაჯილდოებაზე ის წითელ კლასიკურ კაბაში იყო გამოწყობილი.

კატრინ დენევის 57 წლის წინანდელი ფოტო და „ბარბერის თრენჩი” საკულტო ფილმიდან „შერბურგის ქოლგები“

78 წლის კატრინ დენევი გასპერ ულიელის დაკრძალვაზე ცრემლებს ვერ იკავებდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები