ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, შერი და მისი შეყვარებული, ალექსანდერ ედვარდსი საკმაოდ ხშირად ჩნდებიან ერთად. ამჯერად წყვილი Cirque du Soleil-ის პრემიერას დაესწრო.
78 წლის არტისტმა და 38 წლის პროდიუსერმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და ფოტოობიექტივის წინ ერთად პოზირებდნენ. ამჯერად ედვარდს თან 5 წლის ვაჟი ახლდა, რომელიც წინა ქორწინებიდან ჰყავს.