LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8-9 თვე პურზე აქცია გვქონდა, რომელიც დასრულდა და ფასი გაიზარდა 10 თეთრით“ – „იფქლი დიღომი“

127
2025-04-10_22-57-41_352350

„იფქლი დიღომის“ დირექტორის თქმით 8-9 თვის განმავლობაში მათ პროდუქციას მომხმარებელი დღევანდელს ფასთან შედარებით უფრო იაფად აქციის ფარგლებში ყიდულობდა.

აღნიშნულის შესახებ მან BM.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

პურზე თითქმის ერთწლიანი აქცია დასრულებულია ფასიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

„ჩვენ შარშან პურის ფასი დავაკელით. 10 თეთრით დავაკელით და დროებით გავაკეთეთ აქცია, რაც გაგვიგრძელდა. ეს აქცია მოვხსენით და დაჯდა ფასი ისევ თავის ნიშნულზე. აქცია გვქონდა 8-9 თვის განმავლობაში, რომელიც დასრულდა.

ჩვენგან დისტრიბუციას მიაქვს ლარად, იყიდება მაღაზიებში 1.10 ლარად. ეს ფასი მოქმედებდა 8-9 წელიწადია, ჩვენ შემდეგ აქცია გავაკეთეთ, რომელიც დასრულდა და დავაბრუნეთ ფასები ძველ ნიშნულზე.

ფასზე მარტო ფქვილი არ მოქმედებს, მთავარი არის მუშახელი, ძალიან უჭირთ ღამის გათენება. ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშახელის ხელფასები გაზრდილია 30%-ით.”- ამბობს ნისან იოსებაშვილი, იფქლი დიღომის გენერალური დირექტორი. [BM.ge]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g