LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რად ღირს შენი სამშობლო, რომ ფულში ცვლი?! შენ აქ აღარავინ მოგისმენს, ამიტომ დარჩი იქ – დომენიკ მანგო მეგი გოგიტიძეს

2002
დომენიკიი

მომღერალი მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გავრცელდა და დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა. ამ მიზეზით გაუქმდა გოგიტიძის კონცერტი ბათუმში სექტორ 26-ში.

ფაქტს გამოეხმაურა და მომღერალი გააკრიტიკა დომენიკ მანგომ.

“შენ მაჩანჩალა ქალო, მოსკოვებში რომ მიდიხარ, უკან ვის იტოვებ რატომ არ დაფიქრებულხარ? 8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რა გგონია, უკან დაბრუნებულს ტაშით შემოგეგებებიან მგლოვიარე დედების ქვეყანაში, რომელთა შვილებიც კონდახებით და ხერხემლის მალებზე ხტუნვით აწამეს რუსებმა? შენ მაჩანჩალა ქალო, რად გიღირს ეგ ფული, რომ შენი სამშობლოს ღირსებას ფეხით თელავ გლოვის დღემდე ორი დღით ადრე? რად ღირს შენი სამშობლო, რომ ფულში ცვლი მას?! შენ აქ აღარავინ მოგისმენს, ამიტომ დარჩი იქ. კარგიც არის, ყველა მედროვე თუ გადასახლდება იქ – ნაკლები ლაჩარი დაგვრჩება აქ!”, – წერს დომენიკ მანგო, რომელიც ახლახნს დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც საბრძოლველად იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები