LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8-მეტრიანი ავტობუსების თბილისში შემოყვანა 40 ახალი ავტობუსით დასრულდა (ვიდეო)

390
zc zbd

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმატებულ მხარეს, რომელსაც მერი კახი კალაძე ხშირად უსვამს ხაზს, ახალი ავტობუსების შემოყვანის პროექტია. დედაქალაქის მერიამ ISUZU-ს მარკის 40 ახალი, ე.წ. მწვანე ავტობუსი ჩამოიყვანა. როგორც კალაძემ განაცხადა, თბილისში უკვე 220 ერთეული ე.წ. მწვანე ავტობუსი იმოძრავებს და ამით 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის ეტაპი დასრულდა.

თუმცა ახალი ტრანსპორტის შემოყვანის პროექტი ამით არ დასრულებულა. კალაძის თქმით, შემდეგი იქნება მაისი-ივნისი-ივლისში 12-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, ხოლო ბოლო ეტაპია 18-მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანა. მერია წელს სულ 179 ერთეული 18-მეტრიანის ავტობუსის შემოყვანას აპირებს.

რომელ ნომრებზე იმოძრავებს ახალი, მწვანე ავტობუსები? [ფოტოები]

“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული. პარალელურად, ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რომ ის ქუჩები, სადაც რეაბილიტაციისთვის შევდივართ, ყველგან გათვალისწინებული იყოს სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის”, – განაცხადა კახი კალაძემ.

 

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/205780123811182/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g