სულ მალე, ბიონსესა და ჯეი-ზის ოჯახი კიდევ უფრო დიდი გახდება – წყვილი ტყუპებს ელოდება. სწორედ ამიტომ, ვარსკვლავურმა წყვილმა საცხოვრებლის გაფართოება გადაწყვიტა და ახალი სახლი შეიძინა, რომელიც შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყვილს 120 მილიონი დოლარი დაუჯდა.
მდიდრული სახლი ლოს-ანჯელესში, ბელ-ეირის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს. მასში რვა საძინებელი, ოთხი აუზი და ავტოსადგომია, რომელშიც 15 ავტომობილი თავსდება. სახლის გარე ფასადი დამცავი, ბრონირებული მინებისგან შედგება. ამას გარდა, შიგნით არის ფართობი ხმისჩამწერი სტუდიის მოსაწყობად, ასევე მოსამსახურეებისთვის ცალკე შენობის გასაკეთებლად.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ბიონსეს ორუსლობის შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. მომღერალმა შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში თავად განათავსა.
