LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)

985
70198168-2645028882229326-1184558847889506304-o

წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი გახდა. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს იმართება.

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება  მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს   ყოველწლიურად  უმასპინძლებს.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური ახალგაზრდული  ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში  შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი  მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭება.

მუსიკალური ღონისძიების მონაწილეები არიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი,  რენო კაპუსონი და სხვ.

8 სექტემბერს, პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნა, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედამ უდირიჟორა.  სოლისტები: ქეთევან ქემოკლიძე – მეცო-სოპრანო, ინგ ფანგი – სოპრანო. მონაწილეობდნენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტი.

საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.

15 დღის განმავლობაში 40-მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200 კაციან ამფითეატრში და  კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზში ჩატარდება, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g