12 ოქტომბერს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, 8 წლის თათულის და 15 წლის ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ პერიოდში მას და მის ქალიშვილებს გვერდით დაუდგნენ, მადლობას უხდის.
როგორც სოფიო „ფორტუნასთან“ საუბრობს, 8 თვის შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან, თუმცა ერთი თვის დავალიანება გადასახდელი აქვთ.
„მზის გოგონები.
სრულიად საქართველოს ყველა ემიგრანტს უდიდეს მადლობას გიხდით..
კიდევ ერთხელ გვჭირდება თქვენი დახმარება და თქვენი გვერდში დგომა, თუნდაც გადაზიარებით. 8 თვის შემდეგ უკვე ვბრუნდებით საქართველოში.
მაგრამ გვრჩება ერთი თვის დავალიანება გადასახდელი.
ჯანდაცვიდან დღემდე ველოდებით ოპერაციების დაფინანსებას მაგრამ დღესაც არ გვაქ პასუხი.
დიდი იმედი მაქვს თქვენი დიდსულოვნების“, – ამბობს სოფიო ხარშილაძე.