8 წლიანი პაუზის შემდეგ, სამგზის ოსკაროსანი მსახიობი, დენიელ დეი-ლუისი კინოინდუსტრიაში ბრუნდება. 68 წლის ვარსკვლავი შვილის სარეჟისორო სადებიუტო ფილმში, „ანემონა“ იღებს მონაწილეობს.
ფილმის სცენარი რეი დეი-ლუისმა მამასთან ერთად დაწერა. ოჯახური დრამა შუახნის მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც ტყეში მიემგზავრება, სადაც ის შეხვდება თავის განდეგილ ძმას. რთული წარსულის მქონე ძმებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
ფილმში მონაწილეობას იღებენ შონ ბინი, სამანტა მორტონი, სამუელ ბოტომლი და საფია ოკლი-გრინი.
ფილმის, „ანემონა“ პრემიერა 26 სექტემბერს, „ნიუ-იორკის კინოფესტივალზე“ შედგება.
ცნობისთვის, დეი-ლუისი ბოლოს თომას ანდერსონის 2017 წელს გამოსულ ფილმში, „უხილავი ძაფი“ გამოჩნდა.

