LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის გიოს დედა: “დაბადებიდან 2 კვირაში მეორედ დაიწყო სიცოცხლისთვის ბრძოლა, 5 წელი გოლგოთის გზა გაიარა, არასოდეს დაუსვამს კითხვა, რატომ? გიოს მრავალწლიანი, რთული გზის გავლა მოუწევს”

10042
BeFunky-collage (16)

8 წლის გიო, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ისრაელში იმყოფება.

გიოს დედა სოციალურ ქსელში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გიოს სიცხე უგრძელდება, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პატარა ბიჭუნას ამჟამად არც ტკივილები აღენიშნება.

ნათია ზარიძის ინფორმაციით, ექიმები სიმსივნის მორფოლოგიის პასუხს ელოდებიან. თუ სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა, ბავშვს, ქიმიები არ დასჭირდება.

ამასთან, 8 წლის გიოს დედა საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი მათ უდიდეს თანადგომას უწევს.

“ეს არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სიყვარული.

დაუზუსტებელი საზღვრებით.

ჯერ კიდევ მუცელში მდოგვის მარცვალივით პაწაწინა იყო, სიცოცხლისთვის იბრძოდა.

დაბადებიდან 2 კვირაში მეორედ დაიწყო სიცოცხლისთვის ბრძოლა და 5 წელი გოლგოთის გზა გაიარა.

8 წლის ასაკში მოუწია თიმუსის, ორგანოს დაკარგვა და პატარა ფილტვების უფრო დაპატარავება. არასოდეს კითხვა არ დაუსვამს, რატომ? მეც არ მიფიქრია ალბათ იმიტომ რომ ვერცერთ ბავშვზე ვერ ვუშვებ იგივეს…

არასოდეს არ უბრაზდება მის მეგობარ უფალს და არაფერს სთხოვს.

მეგობარს არ უნდა თხოვნა როცა რამე გიჭირსო, ვინც არ უნდა ჰკითხოთ, ასე გიპასუხებთ.

არ ვარ მზად ამ თემაზე ღრმად ვესაუბრო, ემოციებს ვერ ვიკავებ.

არ ვიცი როდის გაიზარდა ამხელა…

არ მიყვარს საკუთარ შვილებზე საუბარი მაგრამ ახლა, ისევ განსაკუთრებულ მდგომარეობაშია და იმედი მაქვს ბოლოჯერ.

გიორგის მრავალწლიანი, რთული გზის გავლა მოუწევს და ჩვენ, მასთან ერთად.

სრულ მომწიფებამდე, ფაქტობრივად, უპროგნოზო ბომბზე “ვიჯდებით” ,

როდის და სად აფეთქდება არავინ იცის.

❌იმუნიტეტი ფაქტობრივად აღარ აქვს,

❌რისკია თირკმელზედა ჯირკვალზე,

❌რისკია ფარისებრზე,

❌რისკია სისხლში თეთრ უჯრედებზე (T ლიმფოციტები)

❌ რისკია ჰორმონალურ მომწიფებაზე,

❌ რისკია ზრდის განვითარებაზე

ეს რაც მოკლედ მითხრეს ექიმებმა,

შეიძლება რაღაც გამომრჩა,

რთულია მშობლისთვის ამის გააზრება და რეალობის მიღება…

სიმსივნის მორფოლოგიის პასუხს ელოდებიან, თუ კეთილთვისებიანი იყო, ქიმიები არ დაგვჭირდება.

შემდეგ შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყდება, ორგანოს როგორ ჩაანაცვლებენ.

ალტერნატივაა ძვლის ტვინის გადანერგვა ან ჰორმონებით ჩანაცვლება, წლების განმავლობაში ყოველ თვიური კონტროლი ყველა ორგანოსი და გამაჯანსაღებელი თერაპია სრულ მომწოფებამდე.

ამ ეტაპზე გიორგის სიცხე უგრძელდება მაგრამ ზოგადი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.

ტკივილები აღარ აქვს, შეძლებისდაგვარად მოძრაობს და სიყვარულს აფრქვევს?

თქვენ რა გითხრათ ვფიქრობ, რომელი სიტყვები მოვძებნო, ზუსტად გადმოვცე რასაც თქვენს მიმართ ვგრძნობ.

მადლიერებით სავსე მაქვს გული,

მადლობა უპირობო სიყვარულისთვის,

მადლობა თანადგომისთვის,

მადლობა ადამიანობისთვის,

თურმე უცხო მიწაზე უფრო მეტად აფასებ შენ ხალხს. საოცარი ერი ვართ, ვერ გასამეორებელი.

მიხარიხართ და მეამაყებით ჩემო ქართველებო, ჩემო ემიგრანტებო, შეუფასებელია თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა. უცხო მიწაზე, რთული დიაგნოზით ჩამოყვანილი შვილი და თან მარტო, ასეთი დაუცველები არასოდეს ვყოფილვართ. თქვენ მიგვიღეთ, დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ, უიმედობის უფლება არ მოგვეცით, ოპერაციის დღეს იქ რომ არ ყოფილიყავით, ჩემი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუფიქრებლობით რას გავაკეთებდი არ ვიცი. კლინიკაში ექიმებს ვანახებდი, ნახეთ რამდენი გულშემატკივარი გვყავსთქო, ნახეთ რა მაგრები ვართთქო.

გაოცებას ვერ მალავდნენ.

ეს თქვენ ხართ, ეს ჩვენ ვართ ქართველები.

მადლობა ყველას, ემიგრანტს თუ არაემიგრანტს, მადლობა რომ არ გვტოვებთ, გვამხნევებთ, გვაძლიერებთ და უიმედობის უფლებას არ გვაძლევთ,” – წერს ნათია ზარიძე.

პატარა გიოს დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

?️თიბისი:

#GE98TB7222945068100007

☀️საქართველო

#GE28BG0000000161845873

მიმღები: ნათია ზარიძე (დედა)

0️⃣9️⃣0️⃣1️⃣0️⃣0️⃣0️⃣8️⃣9️⃣9️⃣ ბილაინი საქველმოქმედო ზარი

დონაცია საზღვარგარეთიდან:

https://www.paypal.com/paypalme/natiazaridze

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g