LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაიწყო

შსს

აჭარაში, 8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. როგორც ბავშვის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით ეჭვი მას გაუჩნდა. მისი თქმით, შემთხვევას საოჯახო ტიპის სასტუმროს უცხოელი მფლობელის მხრიდან ჰქონდა ადგილი, სადაც თავადაც მუშაობდა.

დედის განცხადებით, მომხდარის გამო სამართალდამცავებს რამდენიმე დღის წინ მიმართა და ექსპერტიზისა და ფსიქოლოგის დასკვნას ელოდება. მომხდარში ჩართულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სოციალური სამსახური.

„ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე, მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას,” – განაცხადა დედამ.

გარყვნილ ქმედებაში სავარაუდო დამნაშავე 30 წლის მამაკაცი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის ამ დრომდე სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g