LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის ტყუპების დაკავებული მშობლების ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

896

ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ტყუპების აღსაზრდელების მშობლების ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდების შესახებ, სააპელაციოში გაასაჩივრებს.

უფლებამდაცველის თქმით, ბრალი უსაფუძვლოა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ 8 წლის ტყუპებს ცოლ-ქმარი მოწყალების მიღებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

ახლა ტყუპი გოგონები უკვე თავშესაფარში არიან, მათ მეურვე მშობლები კი -დაპატიმრებულები. გამოძიება ცოლ-ქმარს ტრეფიკინგსა და ბავშვებით ვაჭრობას ედავება.

„სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების შესახებ. წარდგენილი ბრალდება უკანონო და უსაფუძვლოა. ვფიქრობ, რომ სასამართლო გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე გამოვლინდება სხვა გარემოებები,“ – აცხადებს ადვოკატი მაია უსტარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g