LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80-იანები მუსიკის საუკეთესო ეპოქად დასახელდა

272

კომპანიამ YouGov ინტერნეტ-მომხმარებლებში გამოკითხვა ჩაატარა და მუსიკის ისტორიის საუკეთესო ეპოქა გამოავლინა. როგორც გაირკვა, საუკეთესოდ 80-იანი წლების მუსიკა სახელდება, კერძოდ კი საუბარია პრინსის, მადონასა და მაიკლ ჯექსონის პოპულარობის ზენიტის მქონე პერიოდზე.

80-იანი წლების ვარსკვლავებმა 23% მოაგროვეს, მეორე ადგილზე 1960-იანი წლები 22%-ით მოხვდნენ, კერძოდ კი The Beatles, The Rolling Stones, Pink Floyd, ბობ დილანი და ა.შ.

მესამე ადგილზე კი 70-იანი წლების ეპოქა დასახელდა 16%-ით. 90-იანი წლების ვარსკვლავები –  Nirvana, The Red Hot Chili Peppers, Green Day, Spice Girls, მერაია ქერი და სხვები მეოთხე ადგილს 12%-ით დასჯერდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები