LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“80 წელი აქ ვცხოვრობდი,სად წავიდე?”-“სიენენი”მავთულხლართებს მიღმა

126

საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 82 წლის მამაკაცზე „სიენენმა“ რეპორტაჟი მოამზადა.

დათო ვანიშვილი ერთ-ერთია, ვისი სახლიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა დარჩა. „სიენენის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ვანიშვილი საკუთარ სახლში პატიმარია და თავის დახსნა არ შეუძლია.

„80 წელიწადი აქ ვცხოვრობდი, სად წავიდე, კაცო? არ მაქვს საჭმელი, პური, არაფერი მაქვს. რა გავაკეთო, თავი როგორ მოვიკლა?“ – ამბობს ვანიშვილი.

ამერიკელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის ვანიშვილი გაყინული კონფლიქტის სახეა.

 

სახლი „სხვა ქვეყანაში“

ვანიშვილი იხსენებს, რომ 5 წლის წინ სხვა სოფლიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მისი საკუთარი სახლი მავთულხლართს მიღმა, „სხვა ქვეყნის მიწაზე“ იყო.

„მითხრეს – ეს რუსეთის ტერიტორიაა, თუ არ გინდა ჩვენთან ცხოვრება, წადი აქედანო. მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ, საქართველოდან, ვანიშვილი ვარ გვარად, საქართველოს მოქალაქე,“ – ამბობს „სიენენის“ რესპონდენტი.

მას შეუძლებელი არჩევანი უნდა გაეკეთებინა – დაეტოვებინა სახლი, ან გაეწყვიტა კონტაქტი ქვეყანასთან, რომელიც მას უყვარს. ახლა ავადმყოფი ცოლისგან და შვილიშვილისგან მავთულხლართის ღობე ჰყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები