ლეგენდარული მუსიკალური არტისტი, ტინა ტერნერი 80 წლისაა, თუმცა, ის იდეალურ ფორმებს მაინც ინარჩუნებს და უფრო მეტიც, მუსიკალურ კარიარას უბრუნდება.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალი DJ Kygo-სთან ერთად სიმღერის, What’s Love Got To Do With It რემიქსზე ატიურად მუშაობს.
ამის შესახებ დიჯეიმ „ინსტაგრამის“ საშუალებით თავად განაცხადა. ახალგაზრდა მუსიკოსმა ტინა ტერნერთან ერთობლივი ფოტო განათავსა და ის ასე დაასათაურა:
„არ მჯერა, დუეტი ტინა ტერნერთან ერთად ჩავწერე, What’s Love Got To Do With It ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა, ერთი სული მაქვს როდის მოვუსმენ მას“, – წერს არტისტი.
https://www.instagram.com/p/CClg5ORDSNB/