LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

800 ტონა ქართული ლურჯი მოცვი ევროკავშირში ექსპორტზე გავა

172
123

მადრიდში, ხილისა და ბოსტნეულის საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2023-ზე, საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და Wonderland Farmers-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში  800 ტონა ქართული ლურჯი მოცვი ევროკავშირში ექსპორტზე გავა.

ასოციაციასა და გერმანულ მხარეს შორის მემორანდუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, მიმდინარე წლის დასაწყისში მოცვის საცდელი პარტია გერმანიაში შეიტანეს და ის სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველომ ექსპორტზე დაახლოებით 3 270 ტონა მოცვი გაიტანა, რაც 2022 წლის მონაცემებს 2,4-ჯერ აღემატება.

magti 5g