2021-2024 წლებში თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით 8000 ბინა აშენდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ, ცნობილი გახდა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 80-მდე სიცოცხლისთვის შეუსაბამო ობიექტები დაიხურება.
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამშენებლო სექტორს ბიუჯეტისა და ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
განსახლების გეგმა ასევე კერძო სექტორში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობდნენ.
ახალი საცხოვრებელი ჯამში 13000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, საიდანაც 8000-მდე სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებული ბინა იქნება. დამატებით 5000-მდე სოფლად მდებარე სახლის შესყიდვაც იგეგმება