LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი არ ჩერდება – ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: დავით ქაცარავა

164
დავით-ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ქმედებებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე ხელისუფლება გაცილებით მკაცრად და პრინციპულად უნდა რეაგირებდეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს: სუსი

როგორც რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ქაცარავამ აღნიშნა, უამრავი საერთაშორისო ბერკეტი არსებობს რუსეთზე ზეწოლისთვის.

„ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს დღის წესრიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. უნდა ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის.

რუსები სამწუხაროდ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ადასტურებენ, რომ სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან მათი პატრულირების დროს, რუსმა სამხედროებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს

„სოსო დვალიშვილი გვიან ღამით დააკავეს. ჩვენ მოვითხოვეთ მისი, ისევე როგორც სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“

შეგახსენებთ, 13 იანვარს მეჯვრისხევში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში განმარტეს, რომ მათ წარმომადგენლებს არაფერი დაშავებიათ, იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინარე და დატოვეს კონფლიქტის ზონა.

ბოლო ინფორმაციით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

mazda magti 5g