მას შემდეგ, რაც ბარბარა სტრეიზანდმა 65 წლის წინ ნიუ-იორკში პროფესიონალური მომღერლის კარიერა დაიწყო, მას შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტია.
ამჟამად 83 წლის სტრეიზანდმა ახალ რიგით 37-ე ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით The Secret of Life: Partners, Volume Two, ეს გახლავთ დუეტების კრებული ბობ დილანთან, პოლ მაკარტნისთან, ლოფისთან, ჰოზიერთან, სემ სმიტთან, ჯეიმს ტეილორთან, სტინგთან, ტიმ მაკგროუსთან და ჯოშ გრობანთან. ახალ ალბომში არიანა გრანდე და მარაია კერი დუეტს ასრულებენ ბარბარასთან ერთად სიმღერაზე One Heart, One Voice.
ახალი ალბომი გამოვიდა ორი წლის შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მომღერლის მემუარები, „მე მქვია ბარბარა“, რომელსაც თან ახლდა 48-საათიანი აუდიოწიგნი, რომელიც თავად წაიკითხა. ის ასევე მუშაობს მის ცხოვრებაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, რომლის რეჟისორიც ფრენკ მარშალია
