თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, გაუმჯობესდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასაკოვან ინფიცირებულთან მკურნალობის სხვა მეთოდი არაეფექტიანი გამოდგა. მისი თქმით, 83 წლის ქალბატობს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდები დაავადებები აწუხებს და ის ამ დროისათვის ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ცერცვაძემ ამის შესახემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
„2 დღის წინ ჩვენ განვახორციელეთ მძიმე პაციენტზე ასეთი პლაზმის პირველი გადასხმა. 83 წლის ქალბატონთან მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტიანი გამოდგა. ამ მომენტისთვის პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ყველაზე მძიმე წუთები, ვფიქრობ, უკან არის და ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
“არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ გეტყვით: დიახ, ერთხელ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოვიყენეთ” – თენგიზ ცერცვაძე