84 წლის ალ პაჩინო ექს-შეყვარებულთან, 31 წლის ნურ ალფალაჰთან ერთად ვარსკვლავურ რესტორანში გადაიღეს. ლეგენდარული მსახიობი, რომელსაც ახალგაზრდა პროდიუსერთან ვაჟი, რომანი ჰყავს, არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა.
თვითმხილველების ცნობით, რესტორანში ალი მომვლელის დახმარებით მივიდა, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ნურ ალფალაჰი ცნობილ წამყვანთან და პროდიუსერთან, ბილ მართან ერთად გამოიჭირეს. ნური და 68 წლის ბილი გვიან ღამით, სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს. მედიის ცნობით, სწორედ ეს გახდა პაჩინოსა და ალფალაჰის დაშორების მიზეზი. თუმცა, ექს-წყვილი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
84 წლის ალ პაჩინო და 31 წლის ნურ ალფალაჰი განშორების შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდნენ
„დიდი ღალატის“ შემდეგ – 84 წლის ალ პაჩინოსა და 30 წლის ნურ ალფალაჰის პირველი გამოჩენა