84 წლის მოხუცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში მცხოვრები ერესტო ღულელაური გარდაცვლილი ნახეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მან ცოტა ხნის წინ საქონელი გაყიდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ისინი მომხდარს და ამბობენ, რომ 84 წლის მამაკაცი გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხის გამო დააყაჩაღეს.
მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ცხედარს ყველა შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.