რეჟისორ რომან პოლანსკის კვლავ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც New York Times წერს, გერმანელმა მსახიობმა რენატა ლანგერმა პოლიციას 1972 წელს მომხდარი ფაქტით მიმართა. იგი ამტკიცებს, რომ მაშინ 15 წლის იყო და რეჟისორმა მასზე იძალადა.
61 წლის მსახიობის თქმით, მან პოლიციას მხოლოდ ახლა იმიტომ მიმართა, რომ ამ ფაქტს დედისგან მალავდა, რომელსაც გულის დაავადებები აწუხებდა. მისი თქმით, პოლანსკი მან ნიუ-იორკში გაიცნო, სადაც მოდელად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ეს რეჟისორის მისამართით უკვე მეოთხე ბრალდებაა. პოლანსკის კრიმინალური ბიოგრაფია 70-იანი წლებიდან იწყება. 1977 წელს, ლოს-ანჯელესის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურებაში. მაშინ პოლანსკიმ აღიარა დანაშაული და 42 დღის შემდეგ ციხე დატოვა. მოგვიანებით სასამართლომ მას 50 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა რეჟისორი საფრანგეთში გაიქცა. 2009 წელს ის ციურიხში დააპატიმრეს, საიდანაც რამდენიმე წლის შემდეგ თავდებით 4,5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დღესდღეობით, 84 წლის პოლანსკი ინტერპოლით ძებნილთა სიაშია.