LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

85 წლის ენტონი ჰოპკინსი ზიგმუნდ ფროიდის როლში – ნახეთ ფილმის, „ფროიდის უკანასკნელი სეანსის“ პირველი ფოტოები

337
Untitledddfg

ოსკაროსანი მსახიობი, 85 წლის ენტონი ჰოპკინსი მორიგ მასშტაბურ კინოპროექტზე მუშაობს. ამჯერად „ჰანიბალის“ ვარსკვლავი ლეგენდარული ფსიქოლოგის, ზიგმუნდ ფროიდის როლს მოირგებს. გადაღებები ირლანდიაში უკვე დაიწყო. ახლახან, გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა.

ჰოპკინსი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. მას მრგვალი სათვალე უკეთია და ცილინდრი ახურავს.

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ის ფროიდის უკანასკნელი წლების შესახებ  მოგვითხრობს. როდესაც მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა.

ფილმის, „ფროიდის უკანასკნელი სეანსის“ პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

84 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიას კვლავ დაწერს! – „ბრიტანელი შინდლერის“ როლის შესრულებით, ლეგენდარული მსახიობი უკრაინელ დევნილებს მიაგებს პატივს

ფოტო: ენტონი ჰოპკინსმა „წლის მამაკაცის“ ტიტული მოიპოვა – 83 წლის ლეგენდა GQ-ს გარეკანზე

ცნობისთვის, 2021 წელი ჰოპკინსისთვის ტრიუმფალური გამოდგა. AFTA-ს დაჯილდოების 74-ე ცერემონიალზე ის ისტორიაში შევიდა, როგორც  ყველაზე უხუცესი ნომინანტი. მან ფილმისთვის „მამა“ ოსკარი დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები