86 წლის ასაკში ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. მიშელ ლეგრანი პარიზში საკუთარ სახლში ღამით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მიშელ ლეგრანი ერთადერთი კომპოზიტორი იყო, ვინც სამი „ოსკარი“ და Grammy-ს ხუთი პრემია მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“.
მისი დისკოგრაფია ასზე მეტ ალბომს მოიცავს. ის ფრენკ სინატრასთან, შარლ აზნავურთან, ბარბარა სტრეიზანდთან ერთად მუშაობდა და პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის ხელმძღვანელი იყო.
