ვაშინგტონის შტატში მცხოვრებმა პესნიონერმა ვერტ იდენმა დიდი ხნის ოცნება 87 წლის ასაკში აისრულა და ახალი სპორტქარი Chevrolet Corvette იყიდა. მამაკაცი ამ ავტომობილზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა საშუალოძრავიან ვერსიას ელოდა. როგორც კი ასეთი მოდელის გამოსვლის შესახებ გაიგო, მაშინვე დილერისკენ გაემართა.
ვერნ იდენმა მთელი ცხოვრება საჭესთან გაატარა. ბოლო 44 წელი ის სატვირთოს მძღოლი იყო და პროდუქტის დისტრიბუციაში მუშაობდა. თავისუფალ დროს ოჯახურ ფერმას უვლიდა და ცოლთან ერთად ბევრს მოგზაურობდა. იდენის საყვარელი ქვეყანა კამბოჯაა, რადგან იქ მოტოციკლეტის დაქირავება დღეში 5 დოლარადაა შესაძლებელი.
პენსიონერი „კორვეტზე“ ყოველთვის ოცნებობდა და როგორც იქნა სურვილი აისრულა. თანაც, ამერიკელს მაინცდამაინც ტრადიციული აგრეგატის მქონე სპორტქარი სურდა და დარწმუნებულია რომ მომავალში „კორვეტიც“ ელექტრონულ ძრავს მიიღებს.
იდენი თავის მანქანას ნახევარი წელი ელოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოშვების თარიღი მუდმივად იცვლებოდა. ცოტა ხნის წინ კი როგორც იქნა, თავისი წითელი რაში მიიღო. 6,2 ლიტრის V8 ძრავის მოდელი 500 ცხენის ძალას ავითარებს და პენსიონერი მას ყოველდღიურად, პროდუქტების საყიდლად თუ სხვა საოჯახო საქმეებისთვის იყენებს.