ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი, 88 წლის კლინტ ისტვუდი შეყვარებულია. ოსკაროსანი რეჟისორის რჩეული 23 წლის ნურ ალფალია, რომელიც ამ დრომდე The Rolling Stones-ის ვოკალისტს მიკ ჯაგერს ხვდებოდა. წყვილს შორის სხვაობა 65 წელია.
ისტვუდამდე ნურ ალფალს მილიარდერ ნიკოლას ბერგრუენთან რომანსაც მიაწერენ, რომელიც მასზე 34 წლით უფროსი იყო. რაც ეხება კლინტ ისტვუდს, მისი წინა რჩეული, კრისტინა სანდერი რეჟისორზე 33 წლით უმცროსი იყო.