LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9, 13 და 21 მაისს  ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

138
ფესტივალი

9, 13 და 21  მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული

ცენტრი,  ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოს კულტურის  სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ჯანსუღ კახიძის სახელობის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2015 წელს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა  სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი ფესტივალი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილო თარიღს მიეძღვნა. 

ფესტივალი ყოველწლიურია; ფესტივალის პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე.თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან ‘The Manhattan Transfer’, ‘New York Voices’, ‘TAKE 6’, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group.   Dee Dee Bridgewater,  „Janoska Ensemble,“   Paula Morelenbaum.  ეს არის ფესტივალი, რომელიც განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის. გარდა ამისა, ფესტივალი ეწევა ქართული  მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

ფესტივალისპარტნიორები:    სასტუმრო ,,რუმსი“ და  რესტორანი -,, თბილისური მუხამბაზი“. მაღაზიათა ქსელი ,,სუფთა სახლი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა-რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

magti 5g