9 აპრილიდან, რუსეთი COVID რეგულაციებს ხსნის და 52 “მეგობრულ ქვეყანასთან” საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს. საკითხზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინმა ისაუბრა. ინფორმაციას კი რუსული მედია ავრცელებს.
„9 აპრილიდან ჩვენ ვხსნით კორონავირუსული ინფექციის შესაკავებლად დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის ავიატრანსპორტზე. ამჟამად, ჩვენი ავიაკომპანიები შეზღუდვების გარეშე 15 ქვეყანაში დაფრინავენ. ახლა, ჩვენ აღვადგენთ ფრენებს 52 ქვეყანასთან”,- განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
52 ქვეყნის სია, რომელთანაც რუსეთი ფრენას აღდგენს, ასეთია: ალჟირი, არგენტინა, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბოტსვანა, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ჰონგ-კონგი, ეგვიპტე, ზიმბაბვე, ისრაელი, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ერაყი, კენია, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კოსტა-რიკა, ქუვეითი, ლიბანი , ლესოთო, მავრიკი, მადაგასკარი, მალაიზია, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, მოლდოვა, მონღოლეთი, მიანმარი, ნამიბია, ომანი, პაკისტანი, პერუ, საუდის არაბეთი, სეიშელის კუნძულები, სერბეთი, სირია, ტაილანდი, ტანზანია, ტუნისი, თურქეთი, ურუგვაი, ფიჯი, ფილიპინები, შრი-ლანკა, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა და იამაიკა.
