LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„9 აპრილის ღამეს 15 წლის ვიყავი, მამაჩემი ქუჩა-ქუჩა რომ მეძებდა.. წუხელ, 15 წლის შვილი სახლში აღარ იყო. დავუწყე ძებნა და ლაივში ვიპოვე, რუსთაველზე.. შვილის საქციელი კი გამიხარდა, მაგ­რამ..” – ირაკლი ოქრუაშვილი

469
ირაკლი; ოქრუაშვილი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 15 წლის შვი­ლის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლეა.

„89 წლის 9 აპ­რი­ლის ღა­მეს 15 წლის ვი­ყა­ვი, მა­მა­ჩე­მი ქუჩა-ქუჩა რომ მე­ძებ­და.

წუ­ხელ გა­მეღ­ვი­ძა და შემ­თხვე­ვით ვნა­ხე, 15 წლის შუ­ა­თა­ნა შვი­ლი სახ­ლში აღარ იყო. და­ვუ­წყე ძებ­ნა და ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის ლა­ივ­ში ვი­პო­ვე რუს­თა­ველ­ზე. შვი­ლის საქ­ცი­ე­ლი კი გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ 35 წელი გა­ვი­და 9 აპ­რილს შემ­დეგ და ბა­რი­კა­დე­ბის მე­ო­რე მხა­რეს ისევ რუ­სე­ბი დგა­ნან”, – წერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

ცნობისთვის, 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.