LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუკარით… 9 აპრილის ხმა – უსინათლო მომღერლის მოგონებები 30 წლის შემდეგ

1408

30 წლის წინ მოპოვებული თავისუფლებისთვის მებრძოლებიდან ერთი გამორჩეულია. ხმით და იმ შემართებით, რომელიც მაშინაც ჰქონდა და დღესაც შემორჩა.

ლელა ვეფხვაძე ერთ-ერთია იმ ოთხი ახალგაზრდა უსინათლო და მცირემხედველი გოგონებიდან(დონარა ცხადიაშვილი, ზაირა გელაშვილი, თინათინ ბირკაძე) რომლებიც 9 აპრილის დემონსტრანტებს, თავიანთი სიმღერით ამხნევებდნენ. ოთხიდან ცოცხალი მხოლოდ ის არის.

ლელა ისტორიის ნაწილია. ის 4 აპრილიდან ბოლომდე მისი თანამებრძოლების გვერდით იდგა – დღეს კი „ფორტუნას“ კამერასთან იხსენებს მოვლენებს, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა. ყვება იმ შეგრძნებებზე, რომელიც დარბევის დროს ჰქონდა და იმაზე თუ რატომ მღეროდა სალაღობო სიმღერებს მაშინ, როცა ყველას რუსული ტანკებით გადავლა ემუქრებოდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g