LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,9 აპრილის მონუმენტი ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს 2003 წლის 9 აპრილს გავხსენი, ჩემი გაპრეზიდენტებიდან მალევე კი გავხსენით 9 აპრილის გმირების მემორიალი პარლამენტის წინ – მარადიული დიდება ჩვენს გმირებს!” – სააკაშვილი

134
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 9 აპრილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,9 აპრილის მონუმენტი ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს 2003 წლის 9 აპრილს გავხსენი, როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. 9 აპრილის ბაღში (ყოფილი ალექსანდრეს ბაღი) გახსნილ მონუმენტს “სიცოცხლის ხე” ჰქვია და თითოეულ ფოთოლზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული.

ამავე ბაღში დავრგეთ გმირების სახელობის ხეები. ჩემი გაპრეზიდენტებიდან მალევე კი გავხსენით 9 აპრილის გმირების მემორიალი პარლამენტის წინ. მარადიული დიდება ჩვენს გმირებს!”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები