LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.6%-ით გაიზარდა

67

2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 631,302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 62,615-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.0%)-ია.

სექტემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 304,814 შეადგინა, რაც 77,660-ით მეტია 2015 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +34.2%).

2016 წლის სექტემბერში  ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.6%), სომხეთიდან (+4.2%), რუსეთიდან (+31.3%), თურქეთიდან (-21.5%) და ირანიდან (+571.9%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, სექტემბერში გამოირჩნენ  გერმანია +22%, ლატვია +22%, ლიტვა +21% და საფრანგეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +572%, ეგვიპტე +199%, სირია +160%, ინდოეთი +132% და საუდის არაბეთი +83%.

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 9 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,879,031  შეადგინა, რაც 384,690-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა  +8.6%).

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,156,731  შეადგინა, რაც 352,411-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა+19.5%).

2016 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+12.6%), სომხეთიდან (+13.9%), თურქეთიდან (+12.5%), რუსეთიდან (+16.7%) და უკრაინიდან (+17.8%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერში გამოირჩნენ  ლატვია (+26%), დანია (+23%), გერმანია (+21%) და ლიტვა (+19%).  განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ავღანეთი (+563%), ავსტრალია (+217%), მალაიზია (+46%), ბრაზილია (+42%), იორდანია (+40%), ეგვიპტე (+35%), ინდოეთი (+34) და იემენი (+33%).

magti 5g