LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„90-იან წლებში, წვეულების შემდეგ, ხვიჩას ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს.. ცოცხალს ვეღარ მივუსწარით.. დრო გავიდა და ხვიჩას დას ბიჭი შეეძინა. ხვიჩა დაარქვა. მეუღლე დაიყოლია და ასე გაჩნდა კიდევ ერთი ხვიჩა ხოჯავა“ – ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

2709
Untitled design (5)

მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალებას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება. როგორც მაკა რაზმაძე წერს, 90-იან წლებში ერთი ბიჭი მოსწონდა, რომელსაც ხვიჩა ხოჯავა ერქვა, თუმცა, ერთ საღამოს წვეულების შემდეგ მოკლეს.

მაკა წერს, რომ წლების შემდეგ ხვიჩას დას ბიჭი შეეძინა, „მეუღლე დაიყოლია და ასე გაჩნდა კიდევ ერთი ხვიჩა ხოჯავა“.

„ძალიან დამწყვიტა გული.. უნიჭიერესი ბიჭი იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი სტილი, მანერა და იყო უსაყვარლესი ადამიანი“ – პანო მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალებაზე

„ადრე, 90-იანებში ერთი ძალიან სიმპათიური, ძალიან კეთილი ,ძალიან ვაჟკაცი და ყველანაირად არაჩვეულებრივი ბიჭი მომწონდა. რომანი არ გვქონია, თბილი ურთიერთობა გვქონდა დიდი პატივისცემით. ხშირად ვიყავით ერთად მეგობრების წრეში.

ხვიჩა ხოჯავა ერქვა.

მერე ერთ დღეს, როცა მეგობრები მორიგჯერ შევიკრიბეთ და წვეულების შემდეგ ეზოსთან გამოვედით ხვიჩას ვიღაც ბიჭებმა დაუძახეს იქვე ქუჩაში. გავიდა და მალევე სროლის ხმაც გაისმა. ცოცხალს ვეღარ მივუსწარით. დეტალებს აღარ მოვყვები მერე რა მოხდა. ეს საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო მაშინ. შემდეგ დრო გავიდა და ხვიჩას დას ბიჭი შეეძინა. ხვიჩა დაარქვა. მეუღლე დაიყოლია და ასე გაჩნდა კიდევ ერთი ხვიჩა ხოჯავა-მასავით სიმპათიური და საყვარელი…

დღეს კი უკვე მეორე ხვიჩა ხოჯავას სიკვდილის შესახებ გავიგე… გამაგრდი, მანანა… სხვა რა უნდა ვუთხრა ასეთი შვილის დამკარგავ დედას არც ვიცი…“, – წერს მაკა რაზმაძე.

„ერის ტკივილო, შენ გული როგორ გაგიჩერდა“ – მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა

„სიმღერა „მშვიდობით არა, ნახვამდის“ გმირებს მივუძღვენი“- ხვიჩა ხოჯავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები