90-იანი წლებში ყველაზე პოპულარული მსახიობი ალისია სილვერსტოუნი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა. მსახიობი ირლანდიაში გადაიღეს, რომელიც ამჯერად ახალი სერიალის Corked-ის გადაღებებზე იმყოფება. ეს გახლავთ ახალი დეტექტიური სერიალი, სადაც ალისია მთავარ როლს ასრულებს. ფილმის გმირი განქორწინებული ადვოკატია, რომელიც მშობლიურ ქალაქში მამის მკვლელობის გამოძიების მიზნით მიემგზავრება.
ახალ ფოტოებზე 48 წლის ალისია სილვერსტოუნი ნაცრისფერ პალტოსა და ჯინსებშია გამოწყობილი. კინომოყვარულები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება მსახიობის დიდი დაბრუნება ეკრანზე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.