Lopota Lake Resort & Spa მომხმარებელს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სპეციალურ პაკეტს სთავაზობს. როგორც სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ელენე ჩიტალაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, პაკეტის ღირებულება 90 დოლარს შეადგენს. პაკეტის მომსახურებაში შედის ნომერი 2 პერსონაზე და დილის საუზმე.
მისივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ სპა პროცედურებზე.
”ჩვენთან თითოეული სეზონი თავისებურად უნიკალურია, ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის”, – აღნიშნა ჩიტალაძემ.
”ლოპოტას” რეკრეაციული ზონა მოიცავს: სასტუმროს, სპა ცენტრს, 3 რესტორანს, 2 ბარს , 4 საკონფერენციო დარბაზს, 4 საცურაო აუზს, ჯაკუზს, მინი გოლფის მოედანს, ორ ჩოგბურთის კორტს, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ღვინის მარანსა და თავლას.
მსურველებს კი ვალენტინობის დღის სპეციალური პაკეტის დაჯავშნა შემდეგ ნომერზე შეუძლიათ: 2 400 400