LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

90 წელს გადაცილებულ ადამიანებს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო კითხეს..

44
რჩევები

დედამიწის გარშემო ძალიან ბევრი რეგიონია, სადაც ადამიანები 100 წლამდე ცხოვრობენ, სადაც ასაკობრივი დაავადებები ნაკლებად ხშირია და ჯანსაღი საკვები კი -უფრო ხელმისაწვდომი.

ჟურნალისტებმა 93,96 და 91 წლის მოხუცები გამოჰკითხეს და ხანგრძლივი სიცოცხლის ყველაზე ჯანსაღი ჩვევებიც გაიგეს.

  1. ოჯახთან დიდი დროის გატარება

ასაკოვანი ადამიანები თავის ჯანმრთელობას დიდ წილად სწორედ ოჯახს უმადლიან, თვლიან რომ სიცოცხლის გახანგრძლივებაში ყველაზე დიდი როლი შვილებს და შვილიშვილებს მიუძღვით.

  1. არასდროს შეჩერდე, სულ იმოძრავე

ჯანმრთელობა მოძრაობის გარეშე წარმოუდგენელია. მოხუცები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტს დადიან, ფიზიკურად აქტიურები არიან – ორგანიზმიც უფრო ჯანსაღად გრძნობს თავს.

  1. ცხოვრების სიამოვნებებით დატკბით

ჯანსაღი კვება და ვარჯიში კარგია, თუმცა ხანდახან თავს პატარ-პატარა სიამოვნებებით ტკბობის უფლებაც უნდა მისცეთ. დალიოთ ღვინო, მიირთვათ ტკბილეული თუ დაკავდეთ ინტიმით საყვარელ ადამიანთან.

  1. ტკბილეული

დიახ, მოხუცებს ძალიან უყვართ ტკბილეული და შოკოლადზე უარს არასდროს ამბობენ. უფრო მეტიც, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი ყოველ კვირა 2 ფუნტამდე შოკოლადს მიირთმევდა და 122 წლამდე იცოცხლა.

  1. თუმცა, ზედმეტი არ მოგივიდეთ..

მიირთვით ყველაფერი რაც გიყვართ, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ.. კარგი იქნება თუკი სწორ დოზებს დაიცავთ.

  1. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა

არასდროს შეწყვიტოთ კითხვა, სწავლა და განვითარება.. ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი უფრო მეტ სიამოვნებას მოგიტანთ და სხეულის ვარჯიშთან ერთად გონების ვარჯიშიც ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები