LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

92 წლის ანჟელა გიგილაშვილი, რომელიც ტყემლის მომზადებას და მოდელობას ერთნაირი წარმატებით ართმევს თავს (ფოტოები)

582
anjela bebo 789

დიზაინერმა მეგი გაბუნიამ მცირე ხნის წინ თავისი ბებია საინტერესო კამპანიაში გადაიღო და საკუთარი ნამუშევრები მოარგო. დღეს ანჟელა გიგილაშვილს 92 წელი შეუსრულდა და შესანიშნავად გამოიყურება, სოფელში შრომასაც ახერხებს და შვილთაშვილებს თავისი ნახელავით ანებივრებს.

როგორც მეგი წერს:

„დღეს ამ გოგოს დაბადების დღეა.

როგორც თავად ამბობს, ოთხმოცდამეთორმეტეში გადავიდა…92

ბევრი იშრომა მთელი ცხოვრება, ძალიან ბევრი…

დღემდე ასეა. ერთი წამი არ ჩერდება.

სოფელში დაუღალავად შრომობს. მურაბა, ტყემალი, ჯემი, ჩურჩხელა, მისი ნახელავი ყველაფერი ძალიან გემრიელია…

შარშან მოდელობაც მოასწრო და თავი უფრო მეტად შეგვაყვარა

2 შვილი ჰყავს

5 შვილიშვილი და მე-10 შვილთაშვილის მოვლაშიც მიიღებს მონაწილეობას.

ეს ჩემი ტკბილი ანჟელა ბებოა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g