ასაკოვანი მამაკაცი და ქალბატონი დაშორებიდან 50 წლის შემდეგ ისევ დაქორწინდნენ. ამის შესახებ KARK.com წერს.
ფეი გეიბლმა და რობერტ ვენრიხმა ერთმანეთი 1940-იანი წლების ბოლოს გაიცნეს. რობერტი ფეის უფროსი ძმების საუკეთესო მეგობარი იყო და მათთვის ნათქვამიც ჰქონდა, რომ ერთ დღეს ისინი დაქორწინდებოდნენ. ასეც მოხდა – წყვილმა ქორწილი 1951 წლის ნოემბერში გადაიხადა და ქორწინებაში 4 შვილი შეეძინა. მიუხედავად ამისა, ფეი და რობერტი ერთმანეთს 1975 წელს დაშორდნენ. განქორწინების მიზეზებზე ცოლ-ქმარს საუბარი არ სურს.
გარკვეული დროის შემდეგ ორივემ ნახა ახალი პარტნიორი და მეორე ქორწინებაში ბევრი წელიც გაატარა, მანამ სანამ ორივე არ დაქვრივდა. ამასთან, გეიბლის და ვენრიხის ნათესავები ამტკიცებენ, რომ მათ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ოჯახურ დღესასწაულებს ყოველთვის ერთად ესწრებოდნენ.
ცოტა ხნის წინ ყოფილმა ცოლ-ქმარმა დაქორწინება ისევ გადაწყვიტა. 94 წლის რობერტმა 89 წლის ფეის ხელი სთხოვა. წყვილს 14 საერთო შვილიშვილი, 14 შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილი ტყუპები ჰყავს. ბებია-ბაბუის ქორწილს ყველა მათგანი ესწრებოდა.