სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია.
შედეგების მიხედვით, 95 შემოწმებული კლინიკიდან 38 ოქმი დაიწერა. ყველაზე ხშირია დეზინფექციის ნორმების დარღვევა.
სტერილიზაციისა და დეზინფექციის სტანდარტების დარღვევების შემთხვევები ყველაზე ხშირად უკავშირდებოდა სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციას, სადეზინფექციო აპარატურის მუშაობას და ხსნარებს.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ განმარტა, რომ დარღვევების მქონე კლინიკებს დარღვევების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებები სასამართლოში გაიგზავნა, სადაც გადაწყდება ჯარიმების ოდენობა.
მისი განცხადებით, იყო შემთხვევები, როდესაც ექიმები სერტიფიკატის გარეშე მუშაობდნენ სამედიცინო დაწესებულებებში.
შემოწმდა როგორც პოლიკლინიკები, ასევე ამბულატორიულ დაწესებულებები და სტომატოლოგიური კლინიკებშიც.
მონიტორინგი წინასწარი გაფრთხილების გარეშე თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. გადამოწმდა ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან და სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები.
ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.