მომღერალი ლელა წურწუმია, მამულიჩა, დუეტი „ჯორჯია“ და მიხეილ ჩოხელი აბუ დაბიში დასვენების კადრებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებენ.
სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ლელა, მაკა და რატი დუბაის ქუჩებში ქართულ სიმღერას „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“ ასრულებენ.
ცნობილი მომღერლების შესრულებას საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.
„ლელა თეთრ ანგელოზებთან ერთად“, „რა ტკბილად მღერიან“, „მიყვარხართ“, – უწერენ კომენტარებში გამომწერები.