LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

99 წლის პრინცი ფილიპის გარდაცვალების მიზეზად „სიბერე“ დასახელდა

186
prncphilip

პრინცი ფილიპის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე სამეფო ოჯახის სამედიცინო ექსპერტი, ედინბურგის ჰერცოგის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზს ასაჯაროებს. სერ ხიუ ტომასი 2014 წლიდან პრინცი ფილიპის პირადი ექიმი გახლდათ, სწორედ მან დაადასტურა სიკვდილის ფაქტი და დღეს დასკვნაც გაასაჯაროვა. ოფიციალურ მიზეზად „სიბერე“ სახელდება. ბრიტანული კანონმდებლობით, გარდაცვალების მიზეზად სიბერე სახელდება მაშინ, როდესაც ადამიანი 80 წელს გადაცილებულია.

გარდაცვალების მოწმობაში ფილიპი მოხსენიებულია, როგორც მისი აღმატებულება, ედინბურგის ჰერცოგი, უწინ ცნობილი როგორც დანიისა და საბერძნეთის პრინცი მაუნტბეტენი. პროფესიად მითითებულია „საზღვაო ოფიცერი“, ხოლო სტატუსად, დედოფალ ელისაბეთის მეუღლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g