კრემლის პროპაგანდისტები, მარგარიტა სიმონიანი და თინა კანდელაკი, არ იშურებენ საჯარო კომპლიმენტებს ერთმანეთის მიმართ. ამჯერად კანდელაკი სიმონიანს დაბადების დღეს „ტელეგრამზე“ ულოცავს:
„საყვარელო მარგო, მახსოვს ერთად ვხდებოდით, ერთად ვსუქდებოდით, ერთად ვაჩენდით ბავშვებს და არასოდეს დაგვიწყებია, როგორ შეიძლება ვენდოთ ერთმანეთს. რა კარგად მახსოვს, როგორ მოვედი შენთან ხის სახლში და ვეძებდი სასახლეს მიწის ქვეშ. თურმე რა თავმდაბალი და უბრალო ადამიანი ხარ. დარჩი ისეთივე თბილი, როგორც სოჭის მზეა. ნამდვილი მზე ხარ მარგო, სადაც შენ ხარ, ზამთარი არასოდეს დადგება“ – წერს კანდელაკი სიმონიანზე.
„ენას ვერ ჩამაგდებინებთ“ – მარგარიტა სიმონიანი