„ჩვენ ველოდებით, რომ გავწევთ ყველანაირ წინააღმდეგობას, რათა ეს კანონი არ იყოს მოღებული“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
9 აპრილის მემორიალთან, სადაც ხოშტარიამ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ რუსული იმპერია საქართველოსთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.
ამავე კონტექსტში მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეც ისაუბრა:
„1989 წლის 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ამ ადგილზე საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ჩვენ გადმოგვცეს დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო. ეს არ არის საჩუქარი და ამას სჭირდება მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
შესაბამისად, რაც 1989 წელს დამარცხდა იმპერია, დღეს, ის ისევ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად რუსული კანონი, რომელიც არის არა უბრალოდ კანონი, არამედ არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, რომ მიიტაცოს ეს ქვეყანა და წაართვას ევროპის პერსპექტივა.
ეს ჩვენ გვავალდებულებს, რომ ასევე ძალიან მტკიცედ, ერთიანად დავიცვათ ჩვენი თავისუფალი და ევროპული მომავალი, რუსეთს უფლება არ მივცეთ, რომ ახლა წაგვართვას ის, რაც მაშინ სისხლის ფასად მოვიპოვოთ.
გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს
ჩვენ ველოდებით, რომ გავწევთ ყველანაირ წინააღმდეგობას, რომ ეს კანონი არ იყოს მოღებული. ჩვენი პარტნიორები არიან ძალიან აქტიურები, მკაფიოდ მკაცრი განცხადებები კეთდება, მე მათ ნაცვლად ნამდვილად არ ვისაუბრებ.
მე ვიცი, ჩვენი გასაკეთებელი რა არის, ჩვენი გასაკეთებელი არის ის, რომ სრული წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ კანონს“. – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“