პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველები აქტივისტებს აკავებენ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაკავებული ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი იყო, თუმცა ზურა ჯაფარიძის გავრცელებული პოსტით ირკვევა რომ მისი პარტიის ორი წევრი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.