უამინდობის გამო დუბაის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს, ავიარეისების დიდი ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა.
ქალაქში უჩვეულო წყალდიდობის გამო გაუქმდა 17 აპრილს დაგეგმილი დუბაი-თბილისის ორივე ავიარეისი, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიას flydubai-ს უნდა შეესრულებინა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, გაუქმდა როგორც დილის, ასევე შუადღის რეისი. flydubai-ს თვითმფრინავები დუბაიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04:45 საათზე და 14:25 საათზე უნდა დაშვებულიყვნენ.
შეგახსენებთ, გუშინ ძლიერმა წვიმამ დუბაიში წყალდიდობა გამოიწვია. წყალმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკები დაფარა.