LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა.. ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო. ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომ მან ასეთი ანგელოზი შვილი მაჩუქა“ – გიორგი წიტაიშვილი

239
Untitled design (1)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა.

გიორგი წიტაიშვილმა, მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზეც ილაპარაკა, როდესაც მისი შვილი მოევლინა ქვეყანას და თქვა, რომ მეუღლის მშობიარობის მომენტში ძალიან ნერვიულობდა.

„მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა, ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო. ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომ მან ასეთი ანგელოზი შვილი მაჩუქა. ამ დღის შემდეგ ის ორმაგად მიყვარს“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.

ცნობისათვის, გიორგი წიტაიშვილი და სოფია მურზა გასულ წელს დაქორწინდნენ. ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა. სოფუა მურზა გიორგი წიტაიშვილის ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g